''სასწრაფოს ბრიგადები სახლამდე ვერ მოდიან'' - სოფელ დაგვაში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

16 იანვარი 2020, 15:07 1147 ნახვა

ქობულეთში, სოფელ დაგვას, ლაზისტანის უბანში გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ამბობენ, რომ  გზა მათ უბანში კაპიტალურად საბჭოთა პერიოდის შემდეგ აღარ მოწესრიგებულა და მისი აღდგენის მოთხოვნით ქობულეთის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს იღებენ. მერიაში ამ წუთებში კეთდება საპასუხო კომენტარი და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში