C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000 ადამიანმა დაასრულა , 98,7 პროცენტი განიკურნა, ეს საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა - ამირან გამყრელიძე

11 იანვარი 2020, 12:30 1669 ნახვა

აუდიტი დასკვნას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში უპასუხეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ცე ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები აქვს.

„საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები,  როგორც ცე ჰეპატიტის აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენ დადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით.

"ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამინს, მათ შორის ვინც დღეს დაამთავრა, საუბარია 58 000 ადამიანზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, მას აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და ის იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ვთქვათ ეს დაავადებები, რომ განვითარებულიყო"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად, სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში