რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა? - ენმ საგზაო დეპარტამენტს მიმართავს

10 იანვარი 2020, 12:00 1279 ნახვა

ხულო ზარზმის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ,  ნაციონალური მოძრაობას ინფორმაცია არ მიაწოდეს - ამის შესახებ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა განაცხადა.  ამბობს, რომ   ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა - კონკრეტულად  დაიწყო თუ არა  სამუშაოები ამ მონაკვეთზე? თუმცა,  მისი მტკიცებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ხარაზის თქმით, დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ  სამუშაოები  2018 წლის  1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა  მშენებლობის პროგრესი  არის სუსტი,  რა სამუშაოები ჩატარდა ამ ეტაპზე უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში  საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

განახლებული:

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი