ანაკლიის კონსორციუმი სახელმწიფოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს

09 იანვარი 2020, 16:06 1262 ნახვა

ანაკლიის კონსორციუმი სახელმწიფოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს - ამის შესახებ ბრიფინგზე კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.  ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად მცირე ნაბიჯიც კი არ გადადგა. 

''ვერ მივიღებთ იმ ბრალდებას, რომ არ შევასრულეთ ვალდებულებები. მთავრობამ არ მოისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსულიყო. მას უნდა ეთამაშა მოწინავე როლი, ცოტა იყო დარჩენილი, რომ შეთანხმება შემდგარიყო და წარმატებით განხორციელებულიყო პროექტი. მთავრობის ამ ქმედებებით დაზარალდა კონსორციუმი და პროექტი. 

ჩვენ აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართოთ. არის კონკრეტული იურიდიული პროცედურები, რომელიც უნდა გავიაროთ. შემდეგ მივმართავთ. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებამ ეკონომიკური გარდატეხა შეიძლება შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ მთავრობის მხრიდან მცირე ნაბიჯიც კი არ იქნა გადადგმული. 

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა.  საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება სასურველი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.

"ნებისმიერი პროვოკაცია ანაკლიის პროცესში, თითქოს პრობლემები კონსორციუმს მას შემდეგ შეექმნა, რაც გამოძება დაიწყო ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ უადგილოა, რადგან 2017 წლიდან კონსორციუმს პრობლემები ჰქონდა"  - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში