სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ

09 იანვარი 2020, 15:12 1411 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაპირისპირებაა. მომიტინგეები შენობაში შესვლას ცდილობენ. შემთხვევის ადგილიდან ფეისბუქლაივი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩართო.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას.

დღეს დაიწყო სასამართლო პროცესი, სხდომაზე 20 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ. არჩევნების შედეგით ოპოზიციური პარტიის ''ამცახარას'' ლიდერი დამარცხდა და მეთაურის პოსტი ისევ რაულ ხაჯიბამ შეინარჩუნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში