ავიაკომპანიები ირანის ნაცვლად საქართველოს საჰაერო სივრცეს აქტიურად იყენებენ - Flightradar24

09 იანვარი 2020, 14:42 1966 ნახვა

ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარის თქმის შედეგად ტრაფიკმა საქართველოს ცაზე გადმოინაცვლა.  ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ირანის და ერაყისა საჰაერო სივრცეს. 9 იანვრის დილის საათებში კი, დატვირთული იყო აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საჰაერო გზა. 

პორტალ Flightradar24-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეს, ასევე  ევროპის მიმართულებით ფრენის დროსაც აქტიურად იყენებენ. 

ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს რამდენიმე ავიაკომპანიამ: Singapore Airlines Qantas Airways, Lufthansa და Air France.

განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ: www.flightradar24.com

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში