გენერალი სოლეიმანი ქერმანის სასაფლაოს „მოწამეთა განყოფილებაში“ დაასაფლავეს

08 იანვარი 2020, 10:03 862 ნახვა

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ქერმანში დაკრძალეს. დაკრძალვა ირანის მიერ ერაყის ამერიკულ ბაზებზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

სოლეიმანის დაკრძალვას ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. გენერალი გუშინ უნდა დაეკრძალათ, თუმცა მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, რის გამოც გადაიდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში