ამერიკაში თოვლის გუნდების სროლის გამო, მამაკაცმა ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა

07 იანვარი 2020, 12:34 2619 ნახვა

აშშ-ის უისკონსინის შტატში ავტომობილის მძღოლმა ორ მოზარდს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ მილუოკიშის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 12 წლის გოგონამ და 13 წლის ბიჭმა თოვლის გუნდები ერთ-ერთ ავტომობილს ესროლეს. მანქანაზე გუნდების მოხვედრის შემდეგ მძღოლმა ბავშვებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

ჭრილობების სიცოცხლისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა. ორივე მოზარდი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში გადის. არსებული ინფორმაციით მძღოლი ადგილიდან მიიმალა. 

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში