მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე ციხიდან წერილით აშანტაჟებდა 

07 იანვარი 2020, 11:29 3142 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან წერილი გამოუგზავნა და აშანტაჟებდა. ეს სასამართლომდე მოხდა. მეუფის განმარტებით, ყოფილი მღვდელმსახური მას და სხვა სასულიერი პირებს ციხიდან გამოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფაქტების გასაჯაროებით იმუქრებოდა.  

''პირველივე პერიოდში ჯერ კიდევ სასამართლომდე, დეკანოზ მამალაძემ მომწერა წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდის მეუფეც არ ახმოვანებდა, რაც მეტად უცნაური იყო და მეც თავი შევიკავე, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე რამ მამალაძის მხრიდან. ის იმუქრებოდა, რომ მე ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციები ფაილებად დავამზადე და გავიტანე უცხოეთში და ამას გამოამზეურებდა... პატრიარქის 40 წლისთავი იყო და თუ მე ციხიდან არ დამიხსნით იძულებული ვიქნები უწმინდესს იუბილე ჩავუშალო.

მამალაძე წერდა: ''თუ თქვენ არ დამიხსნით  ციხიდან მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ეს არის შანტაჟი. ამის შემდეგ მე ჩავთვალე, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანთან ურთიერთობა ჰქონდა, იმიტომ ასეთი შანტაჟის ენით საუბრობდა.  

დეკანოზს პირადად, რომ შევხვდი ვუთხარი: ''რას ნიშნავდა უცხოეთში გაიტანე, რაღაცეებს იქედან აპირებ?.... მაშინ მან უარყო და თქვა, რომ ეს მისი დაწერილი არ იყო. მერე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5 მღვდელმთავარს ჰქონდა ანალოგიური წერილი გაგზავნილი'' - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში, მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს. 

''მეტად უცნაურს რამეს გეტყვით, რადგან ინტერესი არ ოკდება. როდესაც სინოდზე დააყენა მისმა უწმინდესობამ საკითხი მამალაძის შეწყალების თაობაზე, ვის უნდა გახარებოდა ეს ყველაზე მეტად, მეუფე პეტრეს ხომ ასეა? 

ვერ გამოხატა გახარება, იმიტომ რომ გაშლილი ხელი, უაზროდ დაიწყო ყვირილი და მერე იძულებული გახდნენ რომ გამოეყვანათ. აქედან გამომდინარე, მე მართალი გითხრათ ძალიან გაოცებული დავრჩი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს. 

მამალაძის შეწყალების ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ეს არის უწმინდესის ნება... ცილისწამებაა, რომ დეკანოზი არის პატრიარქის ტყვე და ილია მეორეს არ უნდა მისი ციხიდან გამოყვანა ნუ ეს....'' - უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში