პრეზიდენტის განცხადება გამოძიების ვერსიას ეწინააღმდეგება - დეკანოზის არ შეწყალების განმარტება 

06 იანვარი 2020, 18:06 1518 ნახვა

მორატორიუმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების უფლებით პირველად ისარგებლა,მოლოდინისა და წმინდა სინოდის შუამდგომლობის მიუხედავად, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა.  გადაწყვეტილების ახსნისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ შეიწყალებდა ადამიანს ვინც პატრიარქის მკვლელობის მცდებოლაშია მხილებული, თუმცა სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში წერია, რომ დეკანოზი პატრიარქის რეფერანტის -  შორენა თეთრუაშვილის მოწამლვას ცდილობდა და პატრიარქი იქ ნახსენები არ არის.

 გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის მიერ მცდარ არგუმენტირებას დეკანოზის ოჯახი, ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან პირობის დარღვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ, პირადად ილია მეორემ  სთხოვა პრეზიდენტს,რომ მას უარი ეთქვა შეწყალებაზე. საპატრიარქოში კი აცხადებენ,რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და საპატრიარქოსთვის  მისაღები იყო დეკანოზის გათავისუფლება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში