მთის კურორტებზე 5 დღიანი უწყლობის შემდეგ, პრემიერი საკოორდინაციო ჯგუფს საგანგებოდ შეხვდა 

06 იანვარი 2020, 17:55 1366 ნახვა

გუდაურსა და ბაკურიანში ჩასულ ტურისტების ნაწილს, უკვე მე-5 დღეა წყალი ნაწილობრივ ან თითქმის არ მიეწოდება. ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა კურორტი. დღეს, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა და ამ პრობლემასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურთან წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს" - წერია  პრესამსახურის მიე რგავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე წერილში ნათქვამია, რომ პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

პრემიერ მინისტრს ასევე უთხრეს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა კურორტებზე. "საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები" .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში