საშობაო ბაზრობა სოლიდარობის ნიშნად

05 იანვარი 2020, 18:08 414 ნახვა

დედაენის ბაღში, გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული საშობაო ბაზრობა გაიმართა.  სოლიდარობის აქციაზე სტარტაპერების მიერ გაკეთებული ხელნაკეთი ნივთებიც გაიყიდა, შემოსული თანხა, გარემოვაჭრეებს გადაეცემათ, რომლებმაც მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის წინ გარევაჭრობაზე უარი განაცხადეს.

თბილისის მერიის უსაფრთხოების წარმომადგენელმა, შეკრებილებს უთხრა, რომ იქ ვაჭრობის უფლება არ აქვთ. რის გამოც მერიის წარმომადგენელს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სიტყვიერად დაუპირისპირდა. 31 დეკემბერს, საქალაქო სამსახურებმა გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედნის ტერიტორია დაატოვებინეს და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს, რაზეც მათმა ნაწილმა უარი თქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში