მოხვდება თუ არა საშობაოდ შეწყალებულთა შორის გიორგი მამალაძე?

05 იანვარი 2020, 15:20 1381 ნახვა

შობამდე 2 დღე რჩება, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს, არ აქვს მოლპდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი, მსჯავრდებულ სასულიერო პირს შეიწყალებს. როგორც მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, მაღალი იერარქიის სასულიერო  პირებს არ სურთ დეკანოზის გათავისუფლება, რადგან ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში გიორგი მამალაძეს იმ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რითაც საზოგადოება და მედიაა დაინტერესებული.

ავდოკატისგან განსხვავებით, სასულიერო პირის შეწყალებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს, მის ძმას თორნიკე მამალაძეს. ადვოკატთან ერთად, კითხვები აქვს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრესაც. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. იგი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში