დეიდის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

05 იანვარი 2020, 15:30 1480 ნახვა

წნორში, დეიდის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ირინა ცერცვაძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულის ადვოკატმა, განაცხადა, რომ ბრალდებული ილიკო გურაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

დაკავებულს გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ილიკო გურაშვილმა 2 იანვარს, წნორში, საკუთარი დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი, ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. ჩადენილი დანაშაული 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში