პოლიციამ 78 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავა

05 იანვარი 2020, 11:02 1803 ნახვა

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს.

პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ.დ.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში