თუ ღამით ამსტერდამში დარჩებით, დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ

04 იანვარი 2020, 14:30 1544 ნახვა

2020 წლის 1 იანვრიდან ამსტერდამში მყოფი ტურისტები, რომლებიც ქალაქში ღამით დარჩებიან დამატებით 3 ევროს გადაიხდიან. 

თუ, ბინას Airbnb-ზე იქირავებენ, ერთი ღამის სანაცვლოდ მათ დამატებით ღირებულების 10%-ის გადახდა მოუწევთ. 2020 წლამდე კი, გადასახადი 7% იყო.

სტატისტიკის მიხედვით ამსტერდამი ყველაზე მოთხოვნადი  ტურისტული ქალაქია და მას წლის განმავლობაში 17 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში