აშშ მოქალაქეებს ერაყის დატოვებისკენ მოუწოდებს

03 იანვარი 2020, 14:18 1325 ნახვა

აშშ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებას და სამშობლოში ან  სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ურჩევს. საელჩოზე თავდასხმების გამო ყველანაირი საკონსულო მომსახურება ბაღდადში დროებით შეჩერებულია.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი მოკლეს.  

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში