გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლას აიძულებენ

02 იანვარი 2020, 20:16 1716 ნახვა

ხმაური იყო დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. დაპირისპირება  გარემოვაჭრეებსა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.  მოვაჭრეთა ნაწილის ინფორმაციით,  მათ აიძულებენ მოედანი დატოვონ და  პარლამენტთან გადავიდნენ.  მათი თქმით, ისინი იმ ტერიტორიაზე, სადაც შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა და სადაც მაკო გომურს თვალი გამოთხარეს ბუშტს ვერ გაყიდიან.

გარემოვაჭრეების პროტესტი სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება, ისინი თბილისის მერიასთან მისვლას და აქციის გამართვას გეგმავენ. დღეს კი რესპუბლიკის მოედანზე მათ მხარდასაჭერად მისული იყო „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. მან თბილისის მერიას გადაწყვეტილების შესაცვლელად  ერთდღიანი ვადა მისცა.  ცნობისთვის, 31 დეკემბრის ღამეს მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის ძმის კარვები აშალა და პარლამენტის წინ ზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა. მეორე დღესვე მერიამ ეს ბატუტი ვიზუალის გამო დაიწუნა, ჩაფუშა და მის ნაცვლად სხვა ატრაქციონები განათავსა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში