საახალწლო გალა კონცერტი ბათუმის ბულვარში 23 საათზე დაიწყება

31 დეკემბერი 2019, 12:00 1382 ნახვა

საახალწლო ღონისძიებები  ბათუმში  12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. მთავარი ღონისძიება 23 საათზე გაიმართება.  ბათუმელების წინაშე სოლო შემსრულებლებთან ერთად ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება. კონცერტები კი 7 იანვრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით,  გალა კონცერტი  მასშტაბური იქნება და თითქმის ყველა ქართველი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

რა ვითარებაა ახლა ბულვარის ტერიტორიაზე, რა ღონისძიებებია დღის განმავლობაში დაგეგმილი და საღამოს კონცერტი რომელ საათამდე გაგრძელდება? დეტალები გაიგეთ ჩართვიდან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი