ბიზნესმენი ძველ ბულვარში 15 სართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს

30 დეკემბერი 2019, 20:10 2708 ნახვა

ისტორიული და ძეგლის დაცვის ზონაში წლის განმავლობაში არაერთი გაცემული ნებართვის, დანგრეული სახლისა და ჩაბეტონებული მონაკვეთების ფონზე, ბათუმისთვის არც წლის ბოლო აღმოჩნდა ამ მხრივ მშვიდი -  ახლა უკვე არათუ მომიჯნავედ არამედ პირდაპირ ბულვარში ითხოვენ მაღლივი შენობის აგებას. ამ ეტაპზე ძეგლების საბჭომ ესკიზის შეთანხმებაზე „ამბასადორი ბათუმს“ უარი უთხრა.

გადაწყდა, რომ ჯერ ბულვარის კონცეფციის საბოლოოდ დამუშავებას დაელოდებიან. „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი სახლის აშენების უფლებას ითხოვს.  ანუ ის, რომ ამ კომპანიას თავიდანვე ჰქონდა განზრახული მაღლივი შენობის აგება, პრაქტიკულად დღეს დადასტურდა. არადა ამაზე ეჭვი საძირკვლის მომზადებისასაც გაჩნდა. ყოფილი ბალნეოლოგიური კლინიკის ადგილზე, პროფილის შენარჩუნების პირობით ნებართვა 4 სართულზეა გაცემული.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში