კლასიკური მუსიკის საღამო

29 დეკემბერი 2019, 15:19 1209 ნახვა


ნეაპოლიტანული სიმღერები, არიები და დუეტები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ოპერებიდან- ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა საანგარიშო კონცერტი დრამატულ თეატრში  გამართა. 

საღამოზე  პუჩინის, ვერდის, დონიცეტისა და სხვა კლასიკოსების  ნაწარმოებები აჟღერდა.   კონცერტში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა შემსრულებელმა. მათ შორის იყვნენ:   სულხან ჯაიანი, ეთერ ხალვაში, ნონა კორიფაძე და  ირმა ჟღენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში