ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი

29 დეკემბერი 2019, 12:30 1268 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კრემლის ლიდერის ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მეთაურის ანატოლი ბიბილოვისადმი გაგზავნილ წერილში საუბარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისა და მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საშუალებას იძლევა. 

მისივე თქმით, "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე". ასეთივე წერილი ბიბილოვის სახელზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმაც გაგზავნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ წელს შესაძლებელი გახდა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დარგებში.

მედვედევი იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკისთვის მასშტაბური დახმარება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში