საფრანგეთში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა

28 დეკემბერი 2019, 17:17 2903 ნახვა

საფრანგეთის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა. ამიერიდან, მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მგზავრობის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.

„დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა უარი ეთქვათ შენგენის ზონაში შესვლაზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში