რეორგანიზაცია მაუწყებელში - დაუჭერს თუ არა მხარს დირექტორის პროექტს მრჩეველთა საბჭო?

26 დეკემბერი 2019, 20:26 1578 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სტრუქტურის შეცვლას და კონკურსების გამოცხადებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძემ ცვლილებების პროექტი მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა. იქმნებოდა განცდა, რომ რამდენიმე მრჩეველს სურდა ცვლილებების დამტკიცება, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკითხს ჯერ იმ თანამშრომლებს გააცნობენ, ვისაც უშუალოდ შეეხება რეორგანიზაცია.  ცვლილებების მიხედვით დირექტორს 2-ის ნაცვლად 5 მოადგილე ეყოლება - ეს პირები კი სამსახურების უფროსები იქნებიან, ოღონდ მათ მრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონკურსების გავლა მოუწევთ. კოხრეიძეს ჰკითხეს ამ სტრუქტურაში სად არის ნათია ზოიძის ადგილი, რომელსაც უფლებების დიდი ნაწილი მან ცოტა ხნის წინ წაართვა. შეიძლება ითქვას კოხრეიძემ სტრუქტურაში მისი ზუსტი ადგილი  ვერ დაასახელა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში