2020 წლის აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება

26 დეკემბერი 2019, 12:26 2009 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში მოზარდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უწყებათშორისი კომისიის მეორე შეხვედრა სამი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. კომისიის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება, რომელიც აღიჭურვება ყველა შესაბამისი ტექნიკით, მათ შორის სათვალთვალო კამერებით, ასევე გამოყოფილი იქნება გამოკითხვის ოთახები. ნათია მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, რომლებიც ამ ფორმატში მონაწილეობენ, კონკრეტული დავალებები მიეცათ.

უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი უძღვება.ოთხმა უწყებამ სისტემური რეფორმის დავალება პრემიერისგან 18 დეკემბერს მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში