ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალთან და ამიტომ ბედავენ პოლიციელის დაჭრას - მირდატ ქამადაძე

25 დეკემბერი 2019, 12:29 1301 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიმინალთან თანამშრომლობს და სწორედ ამიტომ ბედავენ ისინი ბათუმის ქუჩებში პოლიციელების  დაჭრას. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელის დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა. 

"რატომ ბედავს კრიმინალი იმას, რომ ქუჩაში პოლიციელს აჩერებს და სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობას აყენებს. ერთხელ მაინც, რომ გაგეგოთ საზოგადოების მოსაზრება და უკმაყოფილება, რასაც ჩვენც ხშირად აღვნიშნავთ. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თანამშრომლობს კრიმინალთან და სწორედ ამიტომ კრიმინალი აძლევს თავს ამის უფლებას. ამის აღმოფხვრის მიზეზებზე, რომ საუბრობდეს დღეს მთავრობა და ქმედით ნაბიჯებს დგამდეს ასეთი შედეგები აღარ გვექნებოდა" - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

18 დეკემბერს, გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. 

დაჭრილ პოლიციელს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში