ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა- მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩნენ  

24 დეკემბერი 2019, 20:13 1941 ნახვა

ლაშა ზარგინავა, გია ქარცივაძე და ირმა ზოიძე - ორი ჟურნალისტი და ერთი იურისტი შესთავაზა უმაღლეს საბჭოს მაუწყებლის მეხუთე მრჩევლის თავისუფალ ადგილზე ასარჩევად სპეციალურმა კომისიამ. ლაშა ზარგინავა მაუწყებლის თანამშრომელი და ანალიტიკური გადაცემების წამყვანია, გია ქარცივაძე ბოლო წლების განმავლობაში მაუწყებლის საკადრო განვითარების სამსახურის უფროსია. ირმა ზოიძე კი, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობა დააგროვა საგამოძიებო სტუდიას ხელმძღვანელობს, ფილმები მაუწყებლის ეთერში გადის. უნდა იყოს სანდო, პროფესიონალი და არ უნდა მოექცეს გავლენების ქვეშ - ეს ის მთავარი კრიტერიუმები და კითხვები იყო რითაც კომისია, მათივე თქმით მეხუთე მრჩევლის ადგილის დასაკავებლად კანდიდატს არჩევდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში