თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა მოქალაქის ავღანეთში გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამი აიღო - ის დააკავეს 

24 დეკემბერი 2019, 17:41 3670 ნახვა

დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც მოქალაქეს მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთში, საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქრთამის სახით სულ 2500 აშშ დოლარი მოითხოვა, საიდანაც მოქალაქეს წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.

''სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში