30-ზე მეტ ოჯახს ბინა გადაეცემა - თორნიკე რიჟვაძე

24 დეკემბერი 2019, 14:22 5132 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, 30-ზე მეტ ოჯახს ბინა გადაეცემა. თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ეს იქნება ტრადიცია, რომლებიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და მთავრობა  განსაკუთრებული დამსახურების ადამიანებს საბინაო ფონდიდან ბინებს გადასცემს.

თორნიკე რიჟვაძემ, დღეს რამდენიმე მოქალაქე დაასახელა, რომლების ახალ წელს ახალ სახლში შეხვედებიან. მათ შორის არის მსახიობი, პედაგოგი, სპორტსმენი.

"დღეს 30-ზე მეტ ოჯახს დავუკანონებთ საკუთრებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო ფონდიდან. მათ გადავცემთ ბინებს და ისინი ახალ წელს საკუთარ საცხოვრებელში შეხვდებიან. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლე და განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც გადავცემთ საცხოვრისს. ბინა გადაეცემა:

ლაშა გობაძე - სპორტსმენი

შორენა დოლიძე - პედაგოგი

​ოთარ მიქელაძე - ანსაბლ "არსიანის" ხელმძღვანელი

მამუკა მანჯგალაძე - დრამატული თეატრის მსახიობი

ჯუმბერ ნინიძე - 2 არასრულწლოვანი ყავს და გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება

ასევე მივიღე გადაწყვეტილება, სოფელ თხილვანაში, სადაც 34 ოჯახი, წლების განმავლობაში სტიქიის ზონაში ცხოვრობდა, სარეზერვო ფონდიდან დავეხმაროთ. სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე,  მომავალ წელს, იანვარში  25 000 ლარიანი დანამატით მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფოტოები აჭარის მთავრობის ფეისბუქ გვერდიდან...

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში