გიორგი ერმაკოვისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლომ შესაძლოა განაჩენი დღეს გამოაცხადოს

24 დეკემბერი 2019, 10:35 1535 ნახვა

ე.წ. „იაფი სახლის“ საქმეზე  სასამართლომ შესაძლოა დღეს განაჩენი გამოაცხადოს. დღევანდელ პროცესზე მხარეებს მოუსმენენ. გუშინ სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისიმინა,  ბრალდებულების ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მათ არგუმენტებს გაიზიარებს, ირწმუნებიან, რომ საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც  პროკურატურა ბრალს დაამტკიცებს.

7 პირი მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი, მიმდინარე წლის 30 მაისს დააკავეს, მათ გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში