„ფეისბუქის“ მიერ გაუქმებული ანგარიშები - აპირებს თუ არა ხელისუფლება გამოძიებას?

23 დეკემბერი 2019, 20:22 1408 ნახვა

დღის მთავარი თემა ისევ საერთაშორისო სკანდალია, რომლის თანახმადაც ფეისბუქმა საქართველოში ასობით ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. ჯგუფების წაშლის მიზეზად, სოციალურ ქსელში მათი არადამაჯერებელი ქცევა, დეზინფორმაციის გავრცელება და გავლენის  მოხდენა სახელდება. სოციალური ქსელი მიუთითებს, რომ დახურული წყაროებით დგინდება მათი კავშირი ხელისუფლებასთან. ღია წყაროებზე დაყრდნობით კი ატლანტიკურმა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და პირდაპირ დაასახელა მიზნები - ამბობენ, რომ თავს ესხმოდნენ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეწეოდნენ აშშ-ს დისკრედიტაციას.

მძიმე ბრალდებებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქმის ერთნაირი პასუხი აქვთ - მიუხედავად ავტორიტეტული ორგანიზაციების გამოძიებისა, ირწმუნებიან, რომ ყალბ გვერდებთან კავშირი არ აქვთ და ამის მთავარი ავტორი მათი ოპონენტია. ზოგიერთი აცხადებს, რომ არაფერი იცის, ზოგი ფაქტებს მხარდამჭერებს უკავშირებს, ზოგი კი მარკ ცუკერბერგს რჩევებს აძლევს.  ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს.  გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს რამდენიმე ეპიზოდში „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში