''ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია - მსველელობა მიმდინარეობს

22 დეკემბერი 2019, 15:25 1506 ნახვა

''ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია - მსველელობა მიმდინარეობს. ლიდერები ჟურნალისტებთან განცხადებებს აკეთებენ.

როგორც ცნობილია, ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - საქართველო! საქართველო! ისინი ბათუმის მერიის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქცია გაგრძელდება და ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში