"მალე დავუბრუნდები ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას" - დაჭრილი პოლიციელი მინისტრმა მოინახულა

20 დეკემბერი 2019, 15:27 1660 ნახვა

ბათუმში დაჭრილი  პოლიციელი მოინახულა შსს მინისტრმა.  დაჭრილის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება და  ვახტანგ გომელაურმა   იმედი გამოთქვა  რომ პოლიციელი სამსახურს  მალე დაუბრუნდება. მან ასევე მადლობა  გადაუხადა მოქალაქეს ,რომელმაც პოლიციელი საავადმყოფოში მიიყვანა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ორი დღის წინ დაჭრილი პოლიციელი მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს. დაშავებული კვლავ რჩება  რეანიმაციულ განყოფილებაში თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების ინფორმაციით, პოლიციელი კლინიკას,  სავარაუდოდ 3 დღეში დატოვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში