არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაიზარდოს - პროკურორი 

20 დეკემბერი 2019, 10:54 1390 ნახვა

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში იმსჯელა.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატისა და საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდის გამოკითხვა 6 საათზე მეტხანს საერთო სივრცეში მიმდინარეობდა და თუ ლუკა სირაძე ბრალს არ აღიარებდა, ჩოლოიანი მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. 

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, გამომძიებელმა მოზარდს გამოკითხვისას  სხვა არასრულწლოვნები დაუპირისპირა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში