კონსტანტინე გამსახურდია: ილოცეთ ჩვენთვის, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაციას თავზე უკეთებენ

20 დეკემბერი 2019, 01:12 2650 ნახვა

ცოტნე გამსაახურდიას თავდასხმის შედეგათ მრავლობითი დაზიანებები აქვს, როგორც გულ-მკერდის არეში, ასევე თავზე მიყენებული და მას ახლა მეორე ოპერაცია უტარდება - ამის შესახებ ფეისბუქზე ცოტნე გამსაცურდიას ძმა, კონსტანტინე გამსახურდია წერს. 

მისი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცოტნე გასახურდიას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა,ხოლო 4 დაზიანება თავზე. აქვს ქალა სარქველის მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

„გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც, დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება. ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ინტრაკრანიალური​ ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრიცი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის",-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია საავადმყოფოში მიყვანისთანავე ჩაუტარდა. ამის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს უნდა გადაეწყვიტა, თავის ქალაზეც დასჭირდებოდა თუ არა ქირურგიული ჩარევა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ქუჩაში 19 დეკემბერს დაჭრეს, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე, კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში