საბერძნეთში ნაგვის ურნაში ჩვილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ დატოვა - ფაქტზე ბერძნული მედია წერს

18 დეკემბერი 2019, 17:14 2370 ნახვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კალამატას ცენტრში, ნაგვის ურნაში ახალშობილი იპოვეს. ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა.  ნაგვის გადასაყრელად მისულ თანამშრომელს, ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაზუსტდა, რომ ჩვილი რამდენიმე საათის წინ იყო დაბადებული. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბერძნული მედია წერს, რომ დღეს დილით დააკავეს პირი, რომელიც სავარაუდოდ ახალდაბადებული ბავშვის დედაა. პირველადი ინფორმაციით კი, ის საქართველოს მოქალაქეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში