სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ გამომძიებელს ბრალი 15 წლის ბიჭის გარდაცვალებამდე წარუდგინეს

18 დეკემბერი 2019, 14:44 1637 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ გამომძიებელს ბრალი 15 წლის ბიჭის გარდაცვალებამდე, 15:00 საათზე წაუყენეს, ის დღის განმავლობაში უწყებაში იმყოფებოდა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო, უბრალოდ დაკავება ცოტა მოგვიანებით მოხდა. 

''ყველა სიტყვას ვწონით, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანს. პირველი, არავინ არაფერს ელოდებოდა, რასაც ველოდებოდით ეს მტკიცებულება იყო, რომ წარგვედგინა ბრალი. ეს მტკიცებულებების სტანდარტი როგოც კი შეიკრა, ჩვენ 3 საათზე წარვუდგინეთ ბრალი გამომძიებელს. ამ დროს ის სამსახურში იმყოფებოდა. შესაბამისად ინტერპრეტაციას, რომ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დავაკავეთ, ვერ დავეთანხმები. კი ბატონო, დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოზარდი გარდაიცვალა, თუმცა ის სამი საათიდან იყო უკვე ჩვენს სამსახურში და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო.

პრობლემები იკვეთება, როგორც სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მოწმეთა წრე არის როგორც სკოლის პედაგოგები, ბავშვები, ასევე სხვა პირები. ჯერ-ჯერობით ვამბობთ იმას, რისი თქმაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ვიკვლევთ იძულებით ჩვენების მიცემის ნაწილს. პრობლემები, რომლებიც იკვეთება ბავშვებთან მუშაობა, ბავშვების გამოკითხვის მეთოდი, ერთობლივად ერთმანეთის თანდასწრებით დაკითხვა, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომლის დაზუსტებაში მე პირადად ჩავერთვები'' - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.  

სახელმწიფო ინსპექტორი ასევე ამბობს, რომ კიდევ ერთ საქმეზე მუშაობენ, რომელიც ასევე 15 წლის მოზარდს უკავშირდება. 

''კიდევ ერთ საქმეს ვიძიებთ, რომელიც 15 წლის კიდევ ერთი მოზარდის თვითდაზიანებას უკავშირდება. თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა ახლა და დღეს, ამაზე მეტს ვერ გეტყვით'' - თქვა ლონდა თოლორაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში