პარლამენტის გადაწყვეტილებას ვერავინ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს - გიორგი გახარია

17 დეკემბერი 2019, 12:34 1238 ნახვა

მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა. გიორგი გახარიამ კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა. 

პრემიერს ამერიკელმა კონგრესმენებმა წერილი გამოუგზავნეს და გადადებული საარჩევნო რეფორმის გამო, გააკრიტიკეს.

„კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი.

როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს, არ გვქონია არასოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში