ვაშინგტონამდე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის - დავით ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე

17 დეკემბერი 2019, 11:04 1165 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რჩევები საქართველოსთვის ძალიან ფასეულია. დავით ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვაშინგტონს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრს, კონგრესმენებმა წერილი გამოუგზავნეს და გადადებული საარჩევნო რეფორმის გამო, გააკრიტიკეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში