''სიკეთის სახლის'' მშენებლობისთვის ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

16 დეკემბერი 2019, 12:45 1191 ნახვა

„სიკეთის სახლის“  მშენებლობისთვის ბათუმის  მუსიკალურ ცენტრში  საქველმოქმედო  კონცერტი გაიმართა.   ფონდ  „კეთილსოფლის“ მიერ ორგანიზებულ   ღონისძიებაზე  მაყურებლის წინაშე    აჭარის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური   ანსამბლი „არსიანი“, „ხორუმი“, „იბერიონი“  და  სხვადასხვა საბავშვო სტუდიის აღსაზრდელები წარსდგნენ. 

კონცერტიდან შემოსული თანხა სხალთის ქუჩაზე მშენებარე  „სიკეთის სახლის“  მეხუთე, ბოლო სართულის მშენებლობას მოხმარდება. კორპუსში საცხოვრებელი ბინები   ოცამდე  უსახლკარო  მრავალშვილიან ოჯახებს და უსახლკარო შშმ პირებს გადაეცემათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში