კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაცია განხორციელდა

16 დეკემბერი 2019, 12:26 1761 ნახვა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა არსებობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზეც გამოაქვეყნეს.

უკრაინაში იურიდიულად ლიკვიდირებული ეკლესიები 6000-მდე სამრეკლოს ფლობდნენ. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორივე ეკლესია კანონიერად არ იქნა აღიარებული და გასული წლის ბოლოს ისინი უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ნაწილი გახდნენ, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგიდით შეიქმნა. 

მანამდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა: კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებდა და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობდა. ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ახლაც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა. მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში