მოხეტიალე ცირკის თანამშრომლებმა დათვი დაატყვევეს - გარემოს დაცვა

16 დეკემბერი 2019, 10:41 1841 ნახვა

ჭიათურაში, გარემოსდამცველებმა მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს.

დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში