სრული მობილიზაცია რეგიონებიდან-„ოცნების“ ორგანიზებული აქცია ფოიერვერკით დასრულდა

14 დეკემბერი 2019, 18:20 1830 ნახვა

„საქართველოს გზა ევროპისკენ“ - თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. შეკრება საქართველოს ჰიმნით დაიწყო ,შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა ევროკავშირის ჰიმნი შეასრულა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მმართველი პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

სიტყვით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილიც. პრემიერმა კი აღნიშნა, რომ  საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მათ მოქალაქეებს ის გზა შეახსენეს, რომელიც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გაიარა.  საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ძალის მობილიზებაზე საუბრობდნენ, რამდენიმე ათასიანი შეკრება შედგა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში