აშშ-ს სენატმა რეზოლუცია მიიღო და სომეხთა გენოციდი აღიარა

13 დეკემბერი 2019, 11:32 2561 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო - ამის შესახებ გამოცემა USA Today წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სენატის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ის ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობას გაამწვავებს. 

როიტერის ცნობით, თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხები პირველი მსოფლიო ომის დროს, ოტომანის ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. თურქეთი გენოციდს არ აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის მიღების შემდეგ შესაძლოა თურქეთმა ამერიკიდან ელჩი გამოიწვიოს. 

1915 წელს თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიული ფაქტების გენოციდად აღიარებას სომხები ითხოვენ. მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობა ოსმალეთის ტერიტორიაზე 1915 წელს გენოციდად იქნა აღიარებული რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის და სხვა ქვეყნების მიერ. გენოციდის აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის ხელისუფლება. ამ დრომდე აშშ თავს იკავებდა და გაურბოდა ამ მოვლენებისთვის ეწოდებინა გენოციდი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში