მანქანამ მიკროავტობუსს ააცილა და ბოძს შეეჯახა - ავარია ბათუმში

12 დეკემბერი 2019, 16:31 2793 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთაზე ავარია მოხდა. ავტომობილმა ჯერ სამარშრუტო ტაქსს მსუბუქად დაარტყა, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სავარაუდოდ, მძღოლმა მუხრუჭის ნაცვლად გაზსს დააჭირა. 

შემთხვევის შედეგად მძღოლი და მგზავრები არ დაშავებულან. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

მედიკოსების დახმარება მოქალაქეებს არ დასჭირდათ. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში