პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, მათ შორის გიორგი ვაშაძე

12 დეკემბერი 2019, 09:53 1587 ნახვა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ტერიტორიიდან პოლიციამ ასევე გაიყვანა გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე.

მანამდე, პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას.

ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ ასარჩევად პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები "მონას" შესახილების ფონზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში