რა იგეგმება თევზის ბაზრის ტერიტორიაზე?-მერიაში ვერსიებს განიხილავენ

11 დეკემბერი 2019, 20:30 1875 ნახვა

რას უპირებს ბათუმის მერია ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეულ თევზის ბაზარს? დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ სხვადასხვა ვერსია განიხილება. მათ შორისაა გადატანა, ან რეკონსტრუქცია.

ჯაბა ტუღუში ირწმუნება, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა კერძო მესაკუთრე ამბობს, რომ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. სხვათა შორის საკრებულოს უკვე მეორე სხდომაა დეპუტატები ბაზარში არსებულ ვითარებასა და უსიამოვნო სუნზე აკეთებენ აქცენტს. რას შესთავაზებს ქალაქის მთავრობა საკრებულოს და თევზის ბაზარში დასაქმებულ მეწარმეებს?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში