ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე - პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე

11 დეკემბერი 2019, 15:34 1346 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართულ ჯარს ბოდიში ყველამ ერთად უნდა მოუხადოს. გიორგი გახარიას თქმით, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა იზრდება. 

''ქართულმა ჯარმა ყველას დაანახა, რომ მისი ბრძოლის უნარიანობა და ეფექტურობა იზრდება. თუნდაც იმით რაც ხდება ბაგრამის ბაზაზე. როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაზას, რომელშიც 500 მეტი ქართველი ჯარისკაცია. ისინი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ტერორისტებს მიუჩინონ საკუთარი ადგილი. ეს რა თქმა უნდა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზე მიუთითებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე, უნდა მოვიხადოთ ქედი იმ გმირობების წინაშე, რომელსაც ეს ბიჭები ჩადიან'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. 

საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ, 10 ნოემბერს თავის სიტყვაში თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ".

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში