ბიაფი 18 სექტემბერს გაიხსნება

12 სექტემბერი 2016, 00:00 4013 ნახვა

ბათუმი კონოფესტივალ “ბიაფს” მე-11-ედ უმასპინძლებს. ფესტივალისთვის მზადება დასრულდა, უკვე ცნობილია ფილმი, რომელიც ფესტივალს ოფიციალურად გახსნის, ეს 11 ბათუმელი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმია. დაზუსტებულია ფესტივალის პროგრამაც. ბიაფზე წელსაც ტრადიციულად აჩვენებენ საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს. უცხეოლი და ქართველი რეჟისორების მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს. საკონკურსო ნაწილი სექციებად გაიმართება, რომელსაც ხუთ-ხუთ კაციანი ჟიური შეაფასებს.  უცხოელი და ქართველი რეჟისორების ხელმძღვანელობით. გაიმართება მასტერკლასები და ვორქშოპები. ფილმების ძირითადი ლოკაცია, კინოთეატრი “აპოლო” იქნება. დასწრება უფასოა. ჩვენებები ღია ცის ქვეშაც გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში