ეს არ არის პარტიული შეკრება, ვისაც გვინდა მივდივართ - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი

11 დეკემბერი 2019, 12:06 1381 ნახვა

ერთი საათია ბათუმის საკრებულოში  სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით შვიდი საკითხს განიხილავენ. ცვლილება უნდა შევიდეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ასევე განიხილავენ ქალაქის საკუთრებაში არსებული რამდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის რეგიონისთვის  უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს.

სხდომა საკრებულოს წევრების პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, გამოეხმაურნენ საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას და შაბათს, ქართული ოცნების მხარდამჭერები მიერ დაგეგმილ აქციას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში